მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


29.09.2015
სკულპტურული კომპოზიციის შერჩევა ტოლერანტობის სკვერისთვის

2014 წლის 25 ნოემბრის N 166 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ღვინის აღმართისა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭა ტოლერანტობის სახელი. ამ ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის 16 ნოემბერს, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიმართა.

ვრცლად
27.09.2015
გილოცავთ ჯვართამაღლებას!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს.

ვრცლად
24.09.2015
მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან ბაირამს აღნიშნავს

დღეს მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული იღებს სათავეს. მუსლიმებს სწამთ, რომ ღვთისთვის შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემას მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევება მოჰყვება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს და წარატებებს, სიკეთეს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.

ვრცლად
23.09.2015
დღეს იუდეველები უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ

დღეს იუდეველები უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ. ესაა საყოველთაო მიტევების, განკითხვის, გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.

ვრცლად
22.09.2015
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა.

საბჭომ  განიხილა   რელიგიური პოლიტიკის საკვლევი   მიმართულების შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფების  შემადგენლობა.   მოისმინა სამუშაო მიმართულებების კოორდინატორთა მოსაზრებები და წინადადებები ჯგუფის მუშაობისა და დაგეგმილი კვლევის თაობაზე, ისაუბრეს  იმ საკითხებზეც, რომლებიც სამეცნიერო კვლევის უკეთ წარმართვისათვის არის აუცილებელი.

ვრცლად
22.09.2015
საზოგადოება „ალულბეითის“ თავმჯდომარემ ჰაჯი ფაიკ ნაბიევმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო

საზოგადოება „ალულბეითის“ თავმჯდომარემ ჰაჯი ფაიკ ნაბიევმა საზოგადოების ცენტრალურ ოფისში მიიღო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე  და გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული ყურანის საკოლექციო ეგზემპლარი. 

ვრცლად
21.09.2015
ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიიღო

       21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

ვრცლად
21.09.2015
გილოცავთ ღვთისმშობლობას!

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის  კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ  ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი  მფარველობს.

ვრცლად
17.09.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 
წიგნის სახელწოდებაა -"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე".
"პუბლიკაცია აერთიანებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2014 წლის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლზე - "აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება" მიღებულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საქმეში მოკლედაა გადმოცემული ფაქტები, მხარეთა არგუმენტები და სასამართლოს შეფასება, რაც, როგორც სპეციალისტებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს, საშუალებას აძლევს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები".

ვრცლად








View Larger Map