მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 2000 წლიდან, საქართელოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია საკულტო დანიშნულებით იყენებდა ცხინვალის გზატკეცილის 43ა განთავსებულ შენობას. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ნაგებობის მათთვის გადაცემის თხოვნით.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში 13 ივნისს სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ყველა ჭირისუფალს,
დღეს, 12 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლები: საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორი, დოქტორი, პროფესორი ჰალიფე ქესქინი, რელიგიათა და კულტურათაშორისი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, დოქტორი, პროფესორი ჰუსეინ ილმაზი, ევრაზიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი ქემალ ჰაქქი ქილიჩი, საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ქაჰირ მეჰთიოღლუ, საქართველოში თურქეთის საელჩოს პირველი მდივანი მეჰმედ იალჩინი, საქართველოში თურქეთის ელჩის მრჩეველი რელიგიის საკითხებში ნები გუმუში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციის უფროსი მალხაზ აფციაური.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ბაპტისტური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებს - ჩარლზ ჰობლითზს, ნინა ჰობლითზს, გრეგ ჰოუმსს, კახა ჩხაიძესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძესა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსს -გელა კვარაცხელიას შორის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანებიდან კი მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი (აშშ) ანდრე კარბონო , საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების ადმინიტრაციის წევრი ბორის კოპალიანი და ორგანიზაციის ადვოკატები, მამუკა ჭაბაშვილი და მანუჩარ ციმინტია.
დღეს კათოლიკური სამყარო და საქართველოში მცხოვრები ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი ქრისტეს უწმიდესი სისხლისა და ხორცისა დიდ ევქარისტიულ დღესასწაულს აღნიშნავს.
დღეს, 2 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს.
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ერთი წლის განმავლობაში სააგენტოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.
1 ივნისი ნინოობა დღეს სრულიად საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა ქართველთათვის ქრისტიანული რწმენის დამკვიდრების სიმბოლო.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმინდანთა და წმინდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნის დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს.