მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინიატრაციაში მიიღო თურქეთის დელეგაცია, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის უფროსი ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა.
2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.
კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გულითადად ულოცავს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და მართლმადიდებელ მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და უსურვებს მშვიდობასა და კეთილღეობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ წმ. იოსების (იოსებ დამწინდველის) ხსენების დღეს და გისურვებთ გაძლიერებას, წინსვლასა და წარმატებას.
რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი პატივისცემა ჩვენი საერთო ფასეულობებია. ათასწლეულების განმავლობაში ეს ღირებულებები წარმართავდა ჩვენს ურთიერთობასა და მეგობრობას, აყალიბებდა ჩვენს ტრადიციასა და კულტურას.
18 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იური ვარდანიანს შეხვდა. ელჩი დაინტერესდა სომხეთის რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებით.
გულითადად გილოცავთ „ კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს.
გაზაფხულისა და განახლების ამ ღირშესანიშნავ დღეს იეზიდ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ.
12 მარტს დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორეს, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მინისტრ დავით ჰარუტუმიანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს მანუკ მკრტიჩიანს, კულტურის მინისტრის მოადგილეს არევ სამუელიანს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელებსა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილს. დელეგაციას, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა, უმასპინძლა სომხეთის მთავრობასთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიის განყოფილებამ ვარდან ასცატრიანის ხელმძღვანელობით.