მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


11.12.2014
ზაზა ვაშაყმაძემ სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი დანილო ტურკი მიიღო

დღეს, 11 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  მიიღო  სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი  დანილო ტურკი და მისი თანმხლები პირები:  ქლემენტს მაკარტნი - მადრიდის კლუბის მრჩეველი და შერიგების რესურსების ასოცირებული წევრი,  აირინ ვერგარა  - მადრიდის კლუბის პროგრამის ხელმძღვანელი, მირა სოვექერი -არასამთავრობო ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ ხელმძღვანელი.

 

ვრცლად
08.12.2014
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია თეირანში გაემზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  დელეგაცია სამუშაო ვიზიტით  ირანში, თეირანში გაემზავრა. 

ვრცლად
02.12.2014
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. 

ვრცლად
01.12.2014
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხზე ხვალ შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე  წლის 2  დეკემბერს 13.00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  გამართავს   საკონსულტაციო შეხვედრას კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ადიგენის რაიონის სოფ. მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს განიხილავს.  

ვრცლად
24.11.2014
სამუშაო შეხვედრები (workshop) ჟურნალისტებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამუშაო შეხვედრების ციკლი ჟურნალისტებთან.

ვრცლად
19.11.2014
შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იური ვარდანიანთან

დღეს, 19 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ  სამუშაო შეხვედრა გამართა   სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იური ვარდანიანთან.

ვრცლად
17.11.2014
შეხვედრა ესტონეთის ელჩთან პრიიტ ტურკთან

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - პრიიტ ტურკის შეხვედრა.

ვრცლად
16.11.2014
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წინადადებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ევროპის მოედანზე მდებარ სკვერს მიენიჭება ტოლერანტობის სკვერის სახელი და მომავალ თაობებს სამუდამო ნიშანსვეტად დარჩება ამ ღირებულებათა ხსოვნა და პატივისცემა. 

ვრცლად
06.11.2014
სააგენტოს ოფიციალური ვიზიტი იტალიაში

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიის საკითხთა ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელთან- ჯოვანა მარია იურატოსთან,  რელიგიური თავისუფლების საკითხებში  იტალიის  მინისტრთა საბჭოს  მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარესთან,  პროფესორ ფრანჩესკო მარჯოტა ბროლიოსთან და რელიგიურ  კონფესიებთან   ურთიერთობის საკითხების  უწყებათაშორისი კომისიის  თავმჯდომარესთან, პროფესორ ფრანჩესკო პიცეტისთან.

ვრცლად








View Larger Map