მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ბატონებო და ქალბატონებო!
გილოცავთ წმინდა რამაზანის მთვარის დადგომას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ნებისყოფასა და გამძლეობას. დაე, ამ თქვენთვის ძვირფასი თვის მადლით ყველა მორწმუნის გულში დაისადგუროს სიკეთემ, ყველა ოჯახი აღვსილიყოს ხვავითა და ბარაქით, მთელს მსოფლიოში განმტკიცდეს მშვიდობა. დიადმა ღმერთმა მოგცეთ მოთმინება და მიიღოს თითოეული თქვენგანის მარხვა, ლოცვა-ვედრება და მშვიდობით მოგასწროთ რამაზან-ბაირამს. ეს თვე სხვა თვეებისაგან გამორჩეულია იმით, რომ ყურანი ამ ძვირფას თვეში მოევლინა შუამავალს და მის თანამიმდევრებს. ამ თვის 27-ე ღამე კი ნატვრის ასრულების ღამედაა ცნობილი.
2015 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა.
კომისიამ განიხილა ოთხი რელიგიური ორგანიზაციის - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, იუდეველ ებრაელთა თემის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული და მუსლიმთა თემის წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
2015 წლის 21-22 ივნისს კაჭრეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში გამართა ორდღიანი ტრენინგი ადგილობრივი მართველობისა და თვითმართველობის ორგანოებისათვის.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებული დედაქალაქისთვის დახმარებას განაგრძობს: წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმმა მოსახლეობამ, ჰაჯი ჯემალ ადაძის თაოსნობით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი (ყველი, კარტოფილი, კარაქი, ლობიო, კონსერვები), ტანსაცმელი და ფულადი დახმარება შეაგროვა.
2015 წლის 18 ივნისს ქალაქ ბათუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და მისმა თავმჯდომერემ ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმ მოსახლეობას მიულოცა დღესასწაულის რამაზანის დაწყება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რამადანის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს.
2015 წლის 17 ივნისს ახალციხეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და დასავლეთ საქართველოს მუფტს - ბეგლარ ქამაშიძის შეხვედრა ადიგენის რაიონის მუსლიმ მოსახლეობასთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო.
მან ამ ღირსშესანიშნავი დღის მონაწილეებსა და ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსულ სტუმრებს იეზიდთა საკულტო სახლისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოხალისეებს მუსლიმთა სამმართველო უერთდება: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდნენ, გამოხატეს თავიანთი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და გამითქვეს სურვილი, მატერიალურად და ფიზიკურად დაუდგნენ მხარში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისელებს.