მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სამედიცინო მომსახურება დაბა ადიგენის საავადმყოფოში 200-მდე მოქალაქემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებისგან მიიღო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს და ყველა იუდეველს შავუოთის - თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული ვითარება და პერსპექტივები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს.
დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევს შეხვდა. თავმჯდომარემ სტუმარს სააგენტოს საქმიანობა გააცნო და დაინტერესდა ბულგარეთში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურის ამოცანებით. ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიიღო „კანონი აღმსარებლობის შესახებ“, ხოლო რელიგიის სააგენტოს ანალოგიური სტრუქტურაა აღმსარებლობის დირექცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.
დღეს, 15 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა ეპარქიის ეპისკოპოსი - ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მუფტი - ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი - რახამინ მურდუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი - ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური აკაკი (ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე - დიმიტრი ფირბარი.
მსოფლიოს ისლამური სამყარო 15 და 16 მაისს მნიშვნელოვან დღესასწაულებს: მიღრაჯის ღამეს- მუჰამედის ღამის მოგზაურობასა და მის ცად ამაღლებას და მაბასის დღესასწაულს აღნიშნავს. მიღრაჯის ღამე შუამავლის ერთერთი უდიდესი სასწაულია, რომლის შემდეგ მუჰამედმა მუსლიმებს დიდი საჩუქარი- ხუთგზის ლოცვა-ნამაზი უბოძა. მაბასი- მუჰამედის წინასწარმეტყველად დანიშვნის დღეა.