მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


17.05.2016
შეხვედრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  პასკალ მონიეს შეხვედრა.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს  მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.

 

ვრცლად
15.05.2016
დღეს საქართველოს კათოლიკე, სომეხთა მართლმადიდებელი და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ

დღეს  საქართველოს კათოლიკე, სომეხთა  მართლმადიდებელი  და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობენ. სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდა, რითაც მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და სასწაულებზე ექადაგათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე  გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს,  წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.

ვრცლად
13.05.2016
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან

დღეს, 13 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს აიათოლა შაჰრისტანი. დელეგაცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება საქართველოში.

ვრცლად
13.05.2016
აიათოლა სისტანის წარმომადგენელი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი 12 მაისს მარნეულში მეჩეთის გახსნას დაესწრო

აიათოლა სისტანის წარმომადგენელი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი 12  მაისს მარნეულში მეჩეთის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. იმავე დღეს  გაიხსნა თვალის კლინიკაც, რომელიც აიათოლას ფინანსერი მხარდაჭერით აშენდა და საფუძველი ჩაეყარა ბაგა-ბაღის მშენებლობასაც.

ვრცლად
12.05.2016
დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს

დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია   ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი იყო. ქრისტეს პირველმა მოციქულმა პირველად დიდაჭარაში იქადაგა, შემდგომ  მესხეთში, კლარჯეთში, აწყურში, არტანუჯში, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ქართლში,  სამეგრელოში,  სვანეთსა და აფხაზეთში. 

ვრცლად
11.05.2016
შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან

საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით, იმყოფება აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი, აიათოლა სისტანის წარმომადგენელი და ისლამურ სამყაროში ცნობილი რელიგიური ლიდერი. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ,გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ვრცლად
08.05.2016
7 და 8 მაისს ანაკლიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი

7 და 8 მაისს ანაკლიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი  -  „საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება  რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებმა.

ვრცლად
05.05.2016
6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდანის - გიორგი კაპადოკიელის ხსენებას აღნიშნავს.

6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი დიდი ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა მთავარმოწამე გიორგი ქართველთათვის გამორჩეული წმინდანია, როგორც ამბობენ, საქართველოში წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო არსებობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.

ვრცლად
05.05.2016
შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე   საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს  ბორის სილევიჩსა    და  კერსტინ ლუნდგრენს    შეხვდა.

            სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს საქმიანობითა და სახელმწიფოს რელიგიის  პოლიტიკით.

            სააგენტოს თავმჯდომარემ  სტუმრებს გააცნო   ორი წლის განმავლობაში    გაწეული საქმიანობა, ყველა ის ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. აგრეთვე                      საქართველოს მთავრობის მიერ რელიგიის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

             შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  რელიგიურ ორგანიზაციებთან    თანამშრომლობის, ინტერრელიგიურ ფორმატში მიღებულ გადაწყვეტილებების, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო  და   სხვა საინტერესო  საკითხებთან  დაკავშირებით.

       

ვრცლად








View Larger Map