მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


21.08.2015
ზაზა ვაშაყმაძე ადიგენის რაიონის სოფელ ნამინაურში იქაურ მოსახლეობას, გვარების უხუცესებს შეხვდა

19 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ადიგენის რაიონის სოფელ   ნამინაურში იქაურ მოსახლეობას, გვარების უხუცესებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მუსლიმი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელში მათი პრობლემების გაცნობა და შეფასება იყო. 

ვრცლად
19.08.2015
გილოცავთ ფერიცვალებას!

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა.

ვრცლად
15.08.2015
შეხვედრა სხალთის მთავარ ეპისკოპოსთან მეუფე სპირიდონთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და აქციაში მონაწილე ექიმების 14 კაციანი გუნდი, მეუფე სპირიდონმა სტუმრად მიიღო, მეუფემ გაძლერება და ბევრი კეთილი საქმის კეთება უსურვა.

 

ვრცლად
15.08.2015
ხიხაძირის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

აჭარაში, ხიხაძირის ხეობაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია გაიმართა. 

 

 

ვრცლად
15.08.2015
ხელვაჩაურში მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია გაიმართა. 
აქცია მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმებას, დიაგნოსტიკასა და ერთჯერად სამედიცინო დახმარებას ითვალისწინებს.

ვრცლად
14.08.2015
შეხვედრა მეუფე დიმიტრისთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და აქციაში მონაწილე ექიმების 14 კაციანი გუნდი მეუფე დიმიტრიმ სტუმრად მიიღო,

ვრცლად
14.08.2015
აჭარაში, ხულოს მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

საქართველოს საპატრიარქოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ხულოს მაღალმთიანი სოფლებისა და ხელვაჩაურის რაიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
 

ვრცლად
12.08.2015
ზაზა ვაშაყმაძე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა

დღეს, 12 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი მიზნები და ამოცანები, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

ვრცლად
10.08.2015
აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოში დარეგისტრირებული  რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ლათინ კათოლიკეთა, ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური  ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა  პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. 

 

ვრცლად








View Larger Map