მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გაიხსნა. ოთხსართულიან რეზიდენციაში განთავსდება სამუფთოს სამსახურები, მოეწყობა მედრესე, განათლების კუთხე და დაიბეჭდება ლიტერატურა, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეები იხელმძღვანელებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მუსლიმთა სამმართველომ ხელვაჩაურში ე.წ. მუყაოს ქალაქის უკიდურესად გაჭირვებულ 700-მდე მოსახლეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს- ყადირ ხუმს აღნიშნავენ, როცა შუამავალმა მუჰამედმა ალი საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით კი საქართველოს მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.