მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სააგენტო გასცდა ჩამოყალიბებისა და კვლევების ეტაპს. მე ვიხილე თქვენი 2016 წლის პროგრამა, რომელიც ძალიან ამბიციურია და გისურვებთ წარმატებას მის განხორციელებაში.
ჩვენც გვაქვს ანალოგიური სააგენტო და გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში, ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის უფრო ინტენსიური ხდება. საინფორმაციო და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ყველა ჩვენთაგანი უფრო დაუცველი ხდება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების სწავლებებისა და მესიჯებისადმი.
დღევანდელ სამყაროში ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად და უნდა მოხდეს მათი სათანადო იმპლემენტაცია პრაქტიკაში. ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. უპირველეს ყოვლისა რელიგიური განათლება. რელიგიური განათლების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი რელიგიის ნამდვილი მესიჯების გასავრცელებლად, რომლებიც ვფიქრობ მეტნაკლებად საერთოა.
უაღრესად მნიშვნელოვანია რელიგიურ ჯგუფებს მიეცეთ საკუთარი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალება, რათა თავი არ იგრძნონ გაუცხოებულად. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზემოთთქმული ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ სააგენტო ახლო დიალოგშია რელიგიურ თემებთან და თურქეთი მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს ამასთან დაკავშირებით.
ვიცი, რომ იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია სააგენტოსა და მის კოლეგა სტრუქტურასთან თურქეთში და ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.
დიდი მადლობა!დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეხვედრა.
მადლობას მოგახსენებთ, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ვაშაყმაძეს საქართველოში არსებული სიტუაციისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიშისთვის. მსურს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა სააგენტოს აქტივობებს და ასევე დავაფიქსირო შეერთებული შტატების ერთგულება რელიგიის თავისუფლებისადმი, ვფიქრობ ყველას მოგეხსენებათ, რომ ღვთისმსახურების თავისუფლების პრინციპი დაცულია ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენ გვჯერა, რომ რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს საზოგადოების სტაბილურობის წყაროს და დემოკრატიული მთავრობების საფუძველს.
როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს საქართველო წარმოადგენს რელიგიური მრავალფეროვნების მაგალითს და ეს არის ტრადიცია, რომლის ნაწილიც ყველა ქართველი უნდა იყოს. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება აძლიერებს საქართველოს. რა თქმა უნდა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ერთი ოჯახის წევრად.
ვფიქრობ საქართველოსთვის, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, ისეთი გადაწყვეტილების როგორც საშინაო, ასევე საგარეო რისკები, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული ჯგუფის მარგინალიზება, ან საზოგადოების არასრულფასოვანი წევრობის განცდა.
მე მსურს შევუერთდე ლატვიიდან და თურქეთიდან ჩემი კოლეგების სიტყვებს და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ააშენოს დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოება.
დიდი მადლობა
31 იანვარს თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა.
ეკლესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ეკლესიის პასტორმა ჩარლზ ჰომბლიტზმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სააგენტოს ეკლესიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის გაწეული ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.
14 იანვარს სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მიიღო.
მიტროპოლიტმა და სადეგ დესორხმა რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ პრინციპით ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მუსლიმანურ თემთან მეგობრობის დიდი ტრადიცია და მდიდარი გამოცდილება აკავშირებს.
12 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით თბილისის დიდ სინაგოგაში გაიმართა ებრაული თემის შეხვედრა სულიერი ლიდერის აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელთან სადეგ დესორხთან და საქართველოს მუსლიმანური თემის წევრებთან.
პატივცემულ ზაზა ვაშაყმაძეს
მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით მოგესალმებით
რელიგიის სფეროში თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. თქვენ და ქართველ ხალხს წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ.
პატივისცემით: აიათოლა შაჰრისტანი 10 დეკემბერი 2015წ.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდა.