მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 23-30 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი) აღნიშნავენ. ფესახი ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან თავის დაღწევას ეძღვნება.
დღეს, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემისა და სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლები.
დღეს, 21 აპრილს,მუსლიმები იმამ ალის (ალი იბნ აბუ თალიბი), გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის დაბადების დღეს აღნიშნავენ,. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ მუსლიმებს,სიკეთესა და მშვიდობას უსურვებს მათ.
დღეს ეზიდები „აიდა სარსალეს“- ეზიდურ ახალ წელს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ჩვენი ქვეყნის ყველა ეზიდ მოქალაქეს, წარმატებულ წელს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს, 7 აპრილს, სახარების რწმენის ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
7 აპრილს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ.
7 აპრილს მუსლიმური სამყარო რეღაიბის ღამეს_ ვედრების აღსრულების ღამეს აღნიშნავს. რეღაიბის ღამეს მუჰამედ წინასწარმეტყველის დედამ შვილის მუცლადღება იგრძნო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს საქართველოს მუსლიმ თემს და მშვიდობას უსურვებს.
ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს და იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, იმედს გამოვთქვამთ, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და მხარეები ყველა პრობლემას მოლაპარაკების მაგიდასთან, მშვიდობიან პირობებში გადაწყვეტენ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მოგიწოდებთ თითოეულ მათგანს, არ დაუშვათ ურთიერთმტრობა და სრულიად კავკასიისთვის ისედაც რთულ ვითარებაში, ნუ შევქმნით დამატებით კონფლიქტის ზონას.