მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


03.10.2016
დღეს იუდეური სამყარო როშ-ჰაშანას აღნიშვნავს

დღეს იუდეური სამყარო როშ-ჰაშანას აღნიშვნას იწყებს, როშ-ჰაშანის უქმით იწყება ებრაული წელიწადი - ეს არის განვლილ წელიწადზე სულიერი ანგარიშის დღეები, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს და ბედნიერი დღესასწაულის დღეებს უსურვებს მათ.

ვრცლად
28.09.2016
შეხვედრა გერმანელ ჟურნალისტებთან

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) რადიოს კორესპონდენტს  - მარკუს სამბალესა და საინფორმაციო სააგენტოს (dpa) ჟურნალისტს - თომას კორბელს შეხვდა.

ვრცლად
27.09.2016
მართმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს

27 სექტემბერს  მართლმადიდებელი სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ჯვართამაღლებას ზეიმობს. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებულის მიხედვით, ჯვართამაღლება უკავშირდება რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ძალისხმევით  იერუსალიმთან ახლოს, იმ ჯვრის პოვნას, რომელზედაც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის მაშინდელმა პატრიარქმა      მაკარიოსმა ეს ჯვარი აღმართა (აღამაღლა). აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება - „ჯვართამაღლება“

 

ვრცლად
25.09.2016
დღეს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიასა და საქართველოში მცხოვრებ მის მრევლს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს და სულის მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ

ვრცლად
25.09.2016
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას(ვარაგა სურბ ხაჩის)დღესასწაულს ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიასა და საქართველოში მცხოვრებ  მის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სულის მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
21.09.2016
დღეს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს ზეიმობენ

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნება დიდება.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.
 

ვრცლად
14.09.2016
დღეს კათოლიკური სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს კათოლიკეები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების სიმბოლოა ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს, წარმატებებს და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
12.09.2016
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს

12-15 სექტემბერს, მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული აღინიშნება. იგი ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება და მისი მთავარი არსი ქველმოქმედებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაშია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს და წარატებებს, სიკეთეს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map