მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ და ამ სასწავლებლის მოსწავლეებს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, ორი ტონა სამოსი გადასცეს.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა, ებრაელთა თემის წარმომადგენლები.
24 ნოემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არად ბენკოე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
სააგენტოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და მეგობრობის განმტკიცებას კარგ საფუძველს ჩაუყრის.
დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობა - წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით
19 ნოემბერს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ: სინოდის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია გერმანიიდან ასევე საქართველოს სომეხთა
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.
როდესაც მარიამი 3 წლის გახდა წმინდა იოაკიმე და ანამ აღასრულეს მთავარანგელოზის წინაშე დადებული აღთქმა და ღვთისმშობელი საზეიმოდ მიიყვანეს ტაძრად.ქმა და ღვთისმშობელი საზეიმოდ მიიყვანეს ტაძრად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ზაზა ვაშაყმაძემ ევრაზიის რეგიონალური ევანგელისტური სომხური ეკლესიის პრეზიდენტ რენე ლევონიანს უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნო მისი ვიზიტის შესახებ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში ერაყსა და ლიბიაში, ასევე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ კოსოვოში. რენე ლევონიანი დაინტერესდა საქართველოში არსებული რელიგიური ტოლერანტობისა და თავისუფლების საკითხით.