მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს, როცა ქალწულ მარიამს მესიის შობა ეუწყა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.
საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს, 6 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა
დღეს, 4 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა რელიგიური და ტრადიციული კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ირანის ისლამის კულტურისა და რელიგიათა ურთიერთობების სახელმწიფო სამსახურის პრეზიდენტ დოქტორ აბუზარ ებრაჰიმს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
28 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს.
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ახლად დანიშნულ ელჩს, როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს, საქართველოს მხარდაჭერისათვის და წარმატება უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო სხდომა და მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხელვაჩაურის ახლადგარემონტებული ცენტრალური მეჩეთი მოინახულა, სადაც სრულიად საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს, ადგილობრივ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძე ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს გაესაუბრა, დაინტერესდა მათი პრობლემებითა და ახლად გარემონტებული მეჩეთის გახსნა მიულოცა მათ.
მუსლიმმა თემმა მადლიერება გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისათვის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო ჩართულობით მოგვარდა უამრავი საკითხი, რამაც უდიდესი როლი იქონია ადგილობრივი მუსლიმი თემის განვითარებაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური კონფესიებისა და უმცირესობების მდგომარეობა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონფესიების დაფინანსების, მათი უფლებების დაცვის, ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობის შესახებ. ლექცია კითხვა პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.