მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


20.01.2017
გამოფენა ქართულ-ებრაულ მუზეუმში

18 იანვარს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა  და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს, საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ეწვია და გახსნა გამოფენა - „ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა“.  

ვრცლად
19.01.2017
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას დღესასწაულობს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას დღესასწაულობს - იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება. ამ დღესთან დაკავშირებით,  ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება. 

ვრცლად
19.01.2017
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს

დღეს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ნათლისღებას - უფლის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ უფლის განცხადების დიდ დღესასწაულს, სიკეთესა და მშვიდობას გისურვებთ.

ვრცლად
18.01.2017
შეხვედრა მარიუშ მაშკევიჩთან

17 იანვარს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მარიუშ მაშკევიჩის შეხვედრა.

ვრცლად
14.01.2017
სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

14 იანვარს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა

ვრცლად
11.01.2017
შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან

საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რეუვენ რივლინი  თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური 

ვრცლად
11.01.2017
შეხვედრა სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიათა კავშირის მშენებარე ტაძარს ესტუმრა.

  ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ეპისკოპოს გია კანდელაკს, ხუცეს ვეფხია ციმაკურიძეს, ხუცეს ლევან ახალმოსულიშვილსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს. 

ვრცლად
07.01.2017
ზაზა ვაშაყმაძე სამებაში ღამისთევის მსახურებას დაესწრო

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. ქრისტეს დაბადება ახალი ცივილიზაციის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების დასაწყისია.

ვრცლად
07.01.2017
მოლოკან ქრისტიანთა თემი ქრისტეშობას აღნიშნავს

მოლოკან ქრისტიანთა თემი 7 იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მოლოკან თემს ქრისტეშობას და მშვიდობას, ბედნიერებასადაკეთილდღეობასუსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map