მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


24.03.2017
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია

დღეს,  24 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა,  ევანგელურ-პროტესტანტული და ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

ვრცლად
23.03.2017
ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი

დღეს, 23 მარტს,   ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით,  თსუ პირველ კორპუსში გაიხსნა გამოფენა - ,,ავტოკეფალია 100“, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული  უნიკალური საეკლესიო გამოცემები, უნიკალური  საარქივო 

ვრცლად
21.03.2017
აიათოლა ქაზიმ სიდიგის ვიზიტი მთავრობის ადმინისტრაციაში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  მიიღო ირანის სასულიერო პირთა დელეგაცია თეირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ქაზიმ სიდიგის ხელმძღვანელობით.

 სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო მუსლიმ თემთან თანამშრომლობის საკითხები და ხელისუფლების მიერ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, 

ვრცლად
20.03.2017
აიათოლა სიდიკი საპატრიარქოში

20 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საქართველოში ვიზიტად მყოფი თეირანის სულიერი ლიდერი  აიათოლა  ქაზიმ სიდიგი და   ირანის  სასულიერო პირთა  დელეგაცია მიიღო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორი ერისა და ორი რელიგიის ურთიერთობის  კიდევ უფრო  განმტკიცების მიზნით  ამ ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობრივი 

ვრცლად
20.03.2017
აიათოლა სიდიკის ვიზიტი მარნეულში

ირანის დედაქალ თეირანის პირველი სასულიერო იერარქი, აიათოლა სიდიკი, საქართველოს ესტუმრა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ირანის საელჩოს უშუალო მონაწილეობით, აიათოლა სიდიკი შეხვდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანს), შეხვედრაზე ისაუბრეს მარნეულში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ურთიერთობებზე. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში და, მათ შორის, მრავალეთნიკურ მარნეულში, მუსლიმი, ქრისტიანი და

ვრცლად
19.03.2017
მუსულმანური სამყარო წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავს

დღეს, 19 მარტს, მუსლიმები მუჰამედ შუამავლის ქალიშვილის, წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფატიმა მუსლიმთათვის თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს, მას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას.

ვრცლად
19.03.2017
კათოლიკური სამყარო წმინდოა იოსებ დამწინდველის ხსენების დღეს აღნიშნავს

19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსებ დამწინდველის ხსენების დღესა ღნიშნავს. წმიდა იოსებ დამწინდველი დავით მეფის ჩამომავალი იყო. როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქალწულების აღთქმა დადო, მღვდელმთავრებმა მისი მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს, რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ 

ვრცლად
17.03.2017
ტრანსკავკასიური დიალოგი

დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა „ტრანსკავკასიური დიალოგი“, რომელიც მიეძღვნა ბრატისლავას პროცესის 25 წლისთავს, მის შედეგებს და პერსპექტივებს; ასევე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის 25 წლისთავსა და კავკასიის უსაფრთხოების მე - 15 წელს.

         ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს აკადემიური წრეების, მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი) დიპლომატიური 

ვრცლად
17.03.2017
შეხვედრა მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან

მთავრობის კანცელარიაში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმი თემის  წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, შიიტი სასულიერო ლიდერები - სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო კრების (შურა) წევრები ფაიგ ნაბიევი, აზიზ ნაბიევი, რასიმ მამედოვი, ნამიკ გუსეინოვი და ფირდოს კასუნოვი.

ვრცლად








View Larger Map