მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საბერძნეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.
დღეს მუსლიმები მუჰამედ შუამავლის ქალიშვილის, წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფატიმა მუსლიმთათვის თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს, მას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
1 მარტს ებრაელთა თემი ფურიმს აღნიშნავს. როცა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს და განადგურებას გადაურჩნენ. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს იუდეველთა თემს ფურიმის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.
20-21 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა ინტერ-სარწმუნოებრივი მე-13 კონფერენცია თემაზე - „რელიგია და ადამიანის უფლებები“. კონფერენცია ტრადიციულია და იგი ყატარის ვაკფებისა და ისლამის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობს.
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელს, საზოგადოება „ნათივის“ ხელმძღვანელს, ნეტა ბრისკინ-პელეგსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან
დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტიანულ ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და ყრმა „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა).
ვანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ახალშობილი იესო, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ უმაცხოვრის უხილავად არ მოკვდებოდა.