მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
13-14 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“ - „თორით გამოწვეული სიხარული”, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.
13 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის „ჯამაია შიხადი“ - ეზიდთა განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემი დღეები სრულდება. დღესასწაულის მეშვიდე დღეს მომლოცველები რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ, რა დროსაც, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ეზიდ თემს.
დღეს თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიაში ბაპტიზმის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეზობელი ქვეყნების- უკრაინის, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის ასევე - გერმანული და ა.შ.შ- ს ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
იუდეური სუქოთის დღესასწაული, რომელიც 7 დღის განმავლობაში აღინიშნება და სიმბოლურად სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს დღეს დასრულდა, სუქოთი ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.
6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 7 დღის განმავლობაში ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რა დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან.
ა.წ. 30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა (5 ოქტომბერი, 2017 წელი)
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.
5-12 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.