მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ქალაქ გერცელიაში შეხვდნენ ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებს: რაბინი ცხაკ მოძღვრიშვილს, რაბინ შაბთაი მიხელაშვილს, რაბინ აარონ ელაშვილს, რაბინ ბენციონ მიხელაშვილს, რაბინ რაფაელ ჩიკვაშვილს დაქართველ- ებრაელ რაბინთა გაერთიანების თავმჯდომარე სბატონ თამაზ სეფიაშვილს.
13 ივლის სსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. 13 ივლისი სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს.
ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები იერუსალიმის ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილე III შეხვდნენ. მისმა უწმინდესობამ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, საქართველოს უძველესი ქრისტიანული ისტორიისა და შემწყნარებლობის კულტურის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა და ვრცლად ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ერების ერთიანობის შესახებ
დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს პეტრე-პავლობსი დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს არაებრაული რელიგიების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ - იაკოვ სალამესთან ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
ისრაელი ის ქვეყანაა, სადაც რელიგიის თემა განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა მიწა რელიგიათა სამშობლოა და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს იქ წმინდა ადგილები აქვთ
ისრაელის მთავარი რაბინი შმუელ რაბინოვიჩი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას იერუსალიმში, გოდების კედელთან შეხვდა, სადაც ქართველი და ებრაელი ერებისა და სახელმწიფოების ერთობისთვის სპეციალური ლოცვა აღავლინა. მთავარმა რაბინმა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს საჩუქრად ქართული ანბანით შესრულებული ებრაული ლოცვანის ერთ-ერთი ასლი გადასცა. შემდგომ კი, სტუმრებისადმი
ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ქრისტიანულ საქმეთა დეპარტამენტის უფროს კურატორს, იოში ჰირშლერს შეხვდნენ.
ზაზა ვაშაყმაძე, მასპინძელი მხარისთვის საქართველოში რელიგიის თავისუფლების
დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს.
გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. 5 ივნისს, საქართველოს დელეგაცია ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიო ებრაელთა და მსოფლიო რელიგიების საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს, აკივა თორის, ამავე ბიუროს მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორს, შარონ რეგევისა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს