მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს იუდეველები უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ. ესაა საყოველთაო მიტევების, მარხვის, აღსარებისა და ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულს წარმოადგენს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული სამი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს. ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული კონტიგენტის მეთაურ ჯირი როუსსა და ამავე ჯგუფის დამკვირვებელ იანა კუხმონენს შეხვდა. ჯირი როუსმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოუთხრო
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს. გადმოცემის თანახმად, 335 წელს, რომის იმპერატორ კონსტანტინე პირველის დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი აღმართა - აღამაღლა, რომ იგი ყველას ეხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იორდანიის სამეფოს ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს ამანის ავქაფის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ მაჰმუდ ფატჰი ალზგაიბეას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.
1 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა - მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული
21-22 სექტემბერს, იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი 14 წლიანი ტყვეობიდან ჯვრის სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნებასა და დიდების ხსენებას ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას..
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ ირანელ სტუმარს, აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანის უმასპინძლა შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯავად ქევამ შაჰიდი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი.