მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 2018 წლის 17 იანვარს, 13.00 სთ., საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, მისი მოადგილე რატი იონათამიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი
15-იანვარს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი და უდიდესი წინასწარმეტყველი იყო. მან ძველი ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება იწინასწარმეტყველა. იოანემ მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მეოთხე წელია, რაც ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს. კალენდარში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები, იგი ხელს უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას. ინტერრელიგიური კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ საჯარო უწყებებში, რაც რელიგიური მრავალფეროვნებისა და
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა ქრისტიანთათვის დღესასწაულთა დღესასწაულია, ამ დღეს ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა მაცხოვარი. ქრისტეს დაბადება სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისია. მორწმუნეები ყოველწლიურად აღნიშნავენ იესოს შობას და ამით კვლავ და კვლავ იზიარებენ სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე
რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომხური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის და სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
დღეს კათოლიკე ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას და მის მრევლს ამ დღესასწაულს კეთილდღეობას და წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ზეიმობს ქრისტეშობას- ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა დამაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, საქართველოში მცხოვრებ მოლოკნებს ქრისტეშობის დღესასწაულს, სიკეთეს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, განსაკუთრებულად კი- საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს, და სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.
დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია შობას და დაგანცხადებას- იესოქრისტესნათლისღებას ერთად აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.