მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 7 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ირანის კულტურის ახალ ატაშეს, ჰამიდ მუსტაფავის და უკვე კულტურის ყოფილ ატაშეს - მოჯთაბა ქამრან ფარდის შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინი
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და სტამბოლის ბეიოღლუს ვაჟთა სასულიერო სკოლა- ლიცეუმს ეწვია.
თურქეთის მეჯლისის (პარლამენტი) შენობაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ იიმაიასთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ჰუსეინ შაჰინთან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და აღდგომის წინა კვირას იდღესასწაულება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, სულის სიმშვიდესა და სიხარულს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს კათოლიკური ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.