მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


06.01.2018
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას- ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. 

ვრცლად
04.01.2018
პატრიარქის იუბილე

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. პატრიარქი გამორჩეული ფიგურაა მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ქვეყნისთვის კი - მშვიდობის, სიყვარულის, ერთობის გარანტია. მისმა ორმოცწლიანმა ღვაწლმა განსაკუთრებული კვალი დაატყო ქვეყნის საეკლესიო თუ საერო ცხოვრებას., მიუხედავად რწმენისა და აღმსარებლობისა, ადამიანები მის სიტყვას ენდობიან და პატივს სცემენ მას.

 

ვრცლად
31.12.2017
გილოცავთ ახალ 2018 წელს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ახალ,  2018 წელს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი საქართველოსთვის. მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები გვსურს გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს, ვისაც საკუთარი წვლილი შეგაქვთ  ქვეყნის მშენებლობაში. 2018 ყოფილიყოს გაერთიანების, გამთლიანების წელი ჩვენი სამსობლოსათვის. ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო!

ვრცლად
25.12.2017
ტრენინგები ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში ზუგდიდში გრძელდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში. დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ექვსი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები ქ.ზუგდიდში იმყოფებიან და სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების 

ვრცლად
25.12.2017
დღეს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი აღინიშნება

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის დღეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში პატრიარქს გამორჩეული როლი აკისრია, განსაკუთრებით - დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ მოვლენას არ ჩაუვლია პატრიარქის უშუალო მონაწილეობის გარეშე. განუზომელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო 

ვრცლად
25.12.2017
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო უფლის შობას ზეიმობს. მილიონობით ადამიანისთვის ეს ახალი ერის დაწყების დღეა, რომელმაც სამყარო შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ქრისტეშობას, მშვიდობას, სიყვარულს, სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2017
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს

25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ბაპტისტს, განსაკუთრებით კი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს უფლის შობის დღეს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2017
სახარების რწმენის ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

დღეს მილიონობით ქრისტიანისთვის გამორჩეულ დღეს - ქრისტეშობას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ.

 

ვრცლად
25.12.2017
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 25 დეკემბერს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიასა და მრევლს, კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map