მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


09.03.2018
მუსლიმი თემი ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმები მუჰამედ შუამავლის ქალიშვილის, წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფატიმა მუსლიმთათვის თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს, მას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას.

ვრცლად
07.03.2018
რელიგიის სააგენტოს 2016-2017 წ.წ. ანგარიში
7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა..     პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ვრცლად
01.03.2018
შეხვედრა თურქეთის ახალ ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

ვრცლად
01.03.2018
ებრაელთა თემი ფურიმს აღნიშნავს

1 მარტს ებრაელთა თემი ფურიმს აღნიშნავს. როცა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს და განადგურებას გადაურჩნენ. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს იუდეველთა თემს ფურიმის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.

ვრცლად
23.02.2018
დოჰას კონფერენცია - რელიგია და ადამიანის უფლებები

20-21 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა ინტერ-სარწმუნოებრივი მე-13 კონფერენცია თემაზე - „რელიგია და ადამიანის უფლებები“. კონფერენცია ტრადიციულია და იგი ყატარის ვაკფებისა და ისლამის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობს.

ვრცლად
19.02.2018
შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელს, საზოგადოება „ნათივის“ ხელმძღვანელს, ნეტა ბრისკინ-პელეგსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან 

ვრცლად
15.02.2018
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტიანულ ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს  სვიმეონ მართალი მიეგება და ყრმა „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა).

ვრცლად
15.02.2018
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

ვანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ახალშობილი იესო, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ უმაცხოვრის უხილავად არ მოკვდებოდა.

ვრცლად
15.02.2018
ეზიდი თემი ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ზეიმობს

16-17 თებერვალს ეზიდები ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა სწავლების მიხედვით, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ეზიდს, საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map