მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


20.05.2018
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

ვრცლად
20.05.2018
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას დღესასწაულობს. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
18.05.2018
შეხვედრა ისპაჰანის გუბერნატორის მოადგილესთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა ისპაჰანის გუბერნატორის მოადგილესთან. შეხვედრა ქალაქ ისპაჰანის გუბერნიაში დოქტორ ჰამიდ რეზა ტაბატაბესთან გაიმართა.

ვრცლად
18.05.2018
შეხვედრა აიათოლა შაჰრისტანისთან

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა - ერაყის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი სისტანის წარმომადგენელსა და ორგანიზაცია ალულ ბეითის ხელმძღვანელთან აიათოლა შაჰრისტანისთან.

ვრცლად
17.05.2018
შეხვედრა ირანის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციაში

ანში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქალაქ თეირანში ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბუზარ იბრაჰიმ თურქმანთან.

ვრცლად
17.05.2018
მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, 

ვრცლად
17.05.2018
სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ამაღლებას აღნიშნავს

დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა ყველასთვის ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო 

ვრცლად
17.05.2018
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ამაღლებას ზეიმობს

დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი 

ვრცლად








View Larger Map