მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


10.11.2017
შეხვედრა "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან - მაურო მორაბიტოსა და ილეს მუდაევთან.

ვრცლად
07.11.2017
შეხვედრა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსთან

17 წლის 7 ნოემბერს რელიგიის საკითხთა სააგენტოში შედგა შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს ჰანს იოჰან კიდერლენს შორის.              ვინაიდან ეპისკოპოსი ასრულებს თავის 9 წლიან მოღვაწეობას საქართველოში, შეხვედრა გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო სააგენტოსა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმატებულ და 

ვრცლად
01.11.2017
კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს აღნიშნავს

1 ნოემბერს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს.  დღევანდელი დღე ეძღვნება კათოლიკური ეკლესიის ყველა წმინდანს, რომლებმაც მიაღწიეს ცათა სასუფეველს. დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს კათოლიკურ ეკლესიებში აღევლინება საზეიმო მესა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკესა და საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაულს, მშვიდობასა და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
31.10.2017
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია რეფორმაციის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება  რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად. აღსანიშნავია, რომ 

ვრცლად
31.10.2017
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია რეფორმაციის დღეს აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია 31 ოქტომბერს „რეფორმაციის დღესასწაულს“  აღნიშნავს.  დღესასწაული პროტესტანტულ მოძრაობას  უკავშირდება და ღმერთის სიტყვას  ქრისტიანული სარწმუნოებაში უზენაეს  ავტორიტეტს ანიჭებს, სწორედ ამიტომ პროტესტანტული იდეის დამკვიდრების შემდგომ ითარგმნა არაერთი წიგნი, ბიბლიური სწავლებანი და შექმნა მრავალი საგალობელი ბიბლიურ თემებზე, რომელთაგან მრავალი 

ვრცლად
30.10.2017
ირანის დელეგაციის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში

017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ელჩი კავამ შაჰიდი, ისლამური კულტურის ორგანიზაციის წარმომადგენლები - მანსურ თაჰმასები და ჯელალი ჰეიდარი,  ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ 

ვრცლად
27.10.2017
დღეს თელავში ტრენინგი "ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა" გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული ოთხი სემინარის შემდგომ, სააგენტოს თანამშრომლები კახეთში, ქ.თელავში  იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით - რელიგიური 

ვრცლად
24.10.2017
შეხვედრა ჯონათან ბრენდთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერს ჯონათან ბრენდს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივითა და სურვილით გაიმართა.

ვრცლად
16.10.2017
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია

საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა 

ვრცლად








View Larger Map