მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


06.07.2017
ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროაზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

3 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელში. პირველი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-აზიის დეპარტამენტის დირექტორ რაფაელ ჰარპაზისთან შედგა. სააგენტოს თავმჯდომარემ რაფაელჰარპაზის გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი ფუნქცია და ამოცანები, მთავრობის საქმიანობა რელიგიური მრავალფეროვნების პირობებში და 

ვრცლად
30.06.2017
ტრენინგი შსს-ს პოლიციის აკადემიაში

დამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ.  ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო ტრენინგები საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ვრცლად
29.06.2017
კათოლიკური ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს, 29 ივნისს, კათოლიკური ეკლესია პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს  როგორც „თავთა მოციქულთა“.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
26.06.2017
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც  სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - კერძოდ: მეოთხე წელია, სახელმწიფო აფინანსებს მუსლიმ თემსა და კიდევ რამდენიმე რელიგიურ 

ვრცლად
25.06.2017
მუსლიმები რამაზან-ბაირამს აღნიშნავენ

დღეს, 30 დღიანი მარხვის შემდეგ, მუსლიმები რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.

ვრცლად
24.06.2017
კათოლიკური სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობას ზეიმობს

დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდაი ოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
16.06.2017
ღონისძიება ჯუმა მეჩეთში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ესტუმრა და ყადირის ღამესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, შეიხის მოწვევით ჩამოსული სტუმრები: ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მოჟდაბა ქამრანფარდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი და შიიტი სტუმრები.

ვრცლად
16.06.2017
ზაზა ვაშაყმაძემ ვანის ძველი სინაგოგა მოინახულა

რეფორმების, მათ შორის, საკულტო შენობა-ნაგებობების სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება, ამ მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ედუარდ პალაგაშვილი და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ვანის რაიონში იმყოფებოდნენ.

ვრცლად
15.06.2017
ყადირის ღამე

მუსლიმური სამყაროს შიიტური ნაწილი ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  ულოცავს ამ დღეს   მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.

ვრცლად








View Larger Map