მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ახალციხეში, 29 მაისს, ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებაში, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით მოეწყო, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და სტუმრები ისრაელიდან.
ახალციხის სინაგოგაში სინაგოგაში ჩატარდა ლოცვა, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ქართულ– ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მართლმადიდებელი მრევლი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
30 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის მორიგი - მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელურ-პროტესტანტული თემის საკითხები განიხილებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მუსლიმთა თემის თოთხმეტი, იუდეველური თემის ერთი და ევანგელურ-პროტესტანტული თემის ერთი განცხადება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადება დაკმაყოფილდა, ორს უარი ეთქვა, ორი საკითხი გადაიდო ხარვეზის დადგენის გამო.
დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს. არაერთი თაობისთვის ამ თარიღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. უკვე მეოთხედი საუკუნეა, 26 მაისი ჩვენი სახელმწიფოსათვის რეალური შინაარსით შეივსო. და თუმცა, დღევანდელ ზეიმს XXI საუკუნის „ბერლინის კედლის“ მიღმა დარჩენილ საქართველოზე წუხილი ახლავს, ის მაინც იმედით გვავსებს და გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს უმთავრეს მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, რის გარეშეც ამაო და უპერსპექტივოა ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული ყველა მცდელობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენო!
კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს, ესაა მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის - პასექიდან ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღესასწაულს, სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა.
დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პასკალ მონიეს შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესების მხარდაჭერისათვის.