მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


22.03.2016
შეხვედრა ყატარის ელჩთან

22 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ  ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფას შეხვდა. გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  გაიმართა. 

ვრცლად
21.03.2016
რელიგიის სააგენტო აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის - განახლების, გაზაფხულის დაწყების, დღისა და ღამის გათანასწორების - დღესასწაულს ულოცავს და სიკეთესა და სიხარულს, წარმატებასა და კეთილდღეობას  უსურვებს.

ვრცლად
20.03.2016
რელიგიის სააგენტო კათოლიკურ და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას ბზობას ულოცავს

დღეს, 20 მარტს,  კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას   განასახიერებს. 

ვრცლად
20.03.2016
რელიგიის სააგენტო კათოლიკურ მრევლს წმინდა იოსების ხსენების დღეს ულოცავს

19  მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსების ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს, საქართველოში მცხოვრებ ყველა კათოლოკეს დღესასწაულს და კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
16.03.2016
დღეს ეზიდები გაზაფხულის დადგომას- „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ

დღეს საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები  გაზაფხულის დადგომას- „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს ულოცავს  "კლოჩე სარე სალეს" და განახლებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
10.03.2016
შეხვედრები რელიგიურ კონფესიებთან აშშ-ში

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შეხვდა

 

 

ვრცლად
07.03.2016
აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში საგენტოს დელეგაცია შონ ქეისს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს რელიგიისა და გლობალურ საკითხებში - შონ ქეისს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე.

 

ვრცლად
07.03.2016
ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო  საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩს - დევიდ საპერშტეინს და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე. 

ვრცლად
04.03.2016
შეხვედრა აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ოფიცერთან - ისან ზაფარსთან

3 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ოფიცერს ისან ზაფარს შეხვდა.

ისან ზაფარმა სტუმრებს საკუთარი დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო და ვრცლად ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო უწყებებში სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველყოფის გამოცდილების შესახებ.

 

 

 

 

 

 

ვრცლად








View Larger Map