მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


03.12.2015
ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა

დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზელიმხან წუწაშვილს, გამგეობის წევრს, ხასო ხანგოშვილსა და პანკისის ხეობის იმამს, ბექხან ფარეულიძეს შეხვდა. 

ვრცლად
03.12.2015
სააგენტოს თურქ მეცნიერთა ჯგუფი ეწვია

დღეს, 3 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო  პროექტის  ფარგლებში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია თურქ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით   მუშაობს.

ვრცლად
02.12.2015
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე სხდომა

 2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეშვიდე  სხდომა, რომელსაც მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილულ იქნა მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის საკითხები.

ვრცლად
27.11.2015
ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ხასო ხანგოშვილსა და ზაურ გუმაშვილს შეხვდა. უხუცესებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას გააცნეს საკუთარი ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ვითარების სტაბილიზირებაში. 

ვრცლად
26.11.2015
ბრიფინგი რელიგიის სააგენტოში

დღეს, 26 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მედიასთან შეხვედრის მიზეზი სააგენტოს მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები გახდა. ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი ტენდენციად მისი განხილვის საფუძველს არ იძლევა და რომ ისინი, ისევე, როგორც ეკონომიკურ გაჭირვებაზე აპელირება, ტერორიზმის გასამართლებლად ვერ გამოდგება.

ვრცლად
24.11.2015
შეხვედრა ზაზა ვაშაყმაძესა და ვურტემბერგის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიების, ეკუმენური ურთიერთობისა და ეკლესიის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივანს - კლაუს რიეტს შორის

21  ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ვურტემბერგის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიების, ეკუმენური ურთიერთობისა და ეკლესიის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივანს - კლაუს რიეტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარი - ჰანს იოაჰიმ კიდერლენი.

ვრცლად
23.11.2015
გილოცავთ გიორგობას!

დღეს 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი გიორგობას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დღესასწაულს, სულის სიმხნევეს სიკეთესა და გამარჯვებას გისურვებთ.

ვრცლად
21.11.2015
სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს

დღეს, 21 ნოემბერს,  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს სომეხ მართლმადიდებლებს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს დღესასწაულს და სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.

 

ვრცლად
21.11.2015
გილოცავთ მთავარანგელოზობას!

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების, მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ამ დღეს ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, გეწეოდეთ მადლი მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა.

ვრცლად








View Larger Map