მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


04.01.2016
პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიური თემის წარმომადგენელია, პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც თავისი ღვაწლით, კეთილი ბუნებით,  კეთიშობილებით  და შემწყნარებლობით მაგალითის ძალის მქონეა და ამიტომაც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს.

ვრცლად
28.12.2015
სააგენტოს თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პრემიერთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები და წინსვლა უსურვა. 

ვრცლად
28.12.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოსს შეხვდა

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში 2016 წლისათვის  განსახილველ თემებსა და საკითხებზე  იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს მათ ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე 2016 წლის 6 იანვარს შობის დღესასწაულზე მიიწვია.

 

 

ვრცლად
26.12.2015
სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანულ ენაზე ყურანის გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

ამა წლის 26 დეკემბერს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით, პირველად საქართველოს ისტორიაში აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ყურანი. წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმი თემის ლიდერები, როგორც შიიტური ისევე სუნიტური, ასევე სომხური, ებრაული, და იეზიდური თემი და  მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ვრცლად
25.12.2015
ზაზა ვაშაყმაძემ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის პრობლემათა კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.   

პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

ვრცლად
18.12.2015
დისკუსია „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“

17 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“. დისკუსიის მასპინძელი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი აფხაზინტერკონტალი“.

ვრცლად
16.12.2015
შეხვედრა კულტურის სამინისტროში

დღეს, კულტურის სამინისტროში,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარს შეხვდა.  საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კულტურის სფეროში, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები რელიგიურ-კულტურული მიმართულებებით.

ვრცლად
14.12.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.   მან მიმოიხილა ადამიანის რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. 

ვრცლად
10.12.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ.
ვრცლად








View Larger Map