მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის არქიეპისკოპოსს შეხვდა
09.09.2026
1 / 1


დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის  არქიეპისკოპოს გევორქ დანკაიეს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა  რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკისა და პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

არქიეპისკოპოსმა სააგენტოს ხელმძღვანელს საქართველოში სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ ეკლესია დოქტრინალურად კათოლიკური ეკლესიის ნაწილად მოიაზრება და რაიმე მნიშვნელოვანი გადაკვეთა სომხურ ეკლესიასთან არ აქვს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.






View Larger Map