მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებლები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ
05.05.2024
1 / 9


დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში უდიდესი სიხარული სუფევს - მართლმადიდებლები უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა.

საზეიმო წირვას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ტაძარში მყოფ მრევლს.

ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო: „მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






View Larger Map