მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


14.01.2019
მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

14 იანვარს ქართული ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა  დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს 

ვრცლად
14.01.2019
სომხური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

14 იანვარს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.

ვრცლად
13.01.2019
კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.          

ვრცლად
13.01.2019
სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის წინდაცვეთის დღეს აღნიშნავს

დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
11.01.2019
ინტერ-რელიგიური სათათბიროს სხდომა
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურისა და სამართლებრივი 
ვრცლად
10.01.2019
ინტერრელიგიური კალენდარი

რელიგიის სააგენტო მეხუთე წელია, ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, დაიბეჭდა კედლისა და სამაგიდო კალენდრები, რომლებშიც, ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები. უკვე მეორედ, გამოიცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის 

ვრცლად
07.01.2019
ქრისტეშობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში

რისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე უძღვებოდა.

ვრცლად
07.01.2019
ქრისტიან-მოლოკანთა თემი ქრისტეშობას ზეიმობს

დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ზეიმობს ქრისტეშობას - ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, საქართველოში მცხოვრებ მოლოკნებს ქრისტეშობის დღესასწაულს და სიკეთეს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
06.01.2019
სომხური ეკლესია დღეს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს  შობას,განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. დილით სუბ გევორქის თბილისის ტაძარში წმინდა წირვა აღევლინა, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდა  - ხალხური ტრადიციისამებრ, შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება. 

ვრცლად








View Larger Map