საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
დღეს, თავდაცვის სამინისტროში ზაზა ვაშაყმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შეხვდნენ.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საშობაო ლიტურგია იმართება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საშობაო სანთლები აციმციმდა ჩვენს ფანჯრებში.