მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 ერთი წელი სრულდება რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა რელიგიის სააგენტო, რომლის მიზანია მკაფიოდ და ზუსტად განსაზღვროს სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.
15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის განხილვა შედგა ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებმა ისაუბრეს ხეობაში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაშიც სახელმწიფოს რეალური დახმარების გაწევა შეუძლია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, უწმიდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მართლმადიდებელ მრევლს ხარების საუფლო დღესასწაულს!
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მსოფლიოს ყველა კათოლიკეს და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს. ევანგელურ–ლუთერული ეკლესიას და მის მრევლს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
რელიიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ებრაელს ებრაული კალენდრის ერთ-ერთ უდიდეს - ფესახის (პასექის) დღესასწაულს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.