მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა.
18.12.2025
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლას ეწვივნენ. გიმნაზიის მოსწავლეებს მათ ჰუმანიტარული დახმარება - 50 ცალი სასაჩუქრე ტკბილეულის ყუთი გადასცეს.

აქციის ორგანიზატორებს სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი  ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.






View Larger Map