მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


24.06.2015
გილოცავთ წმინდა რამაზანის მთვარის დადგომას

ბატონებო და ქალბატონებო!

გილოცავთ წმინდა რამაზანის მთვარის დადგომას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ნებისყოფასა და გამძლეობას. დაე, ამ თქვენთვის ძვირფასი თვის მადლით ყველა მორწმუნის გულში დაისადგუროს სიკეთემ, ყველა ოჯახი აღვსილიყოს ხვავითა და ბარაქით, მთელს მსოფლიოში განმტკიცდეს მშვიდობა. დიადმა ღმერთმა მოგცეთ მოთმინება და მიიღოს თითოეული თქვენგანის მარხვა, ლოცვა-ვედრება და მშვიდობით მოგასწროთ რამაზან-ბაირამს. ეს თვე სხვა თვეებისაგან გამორჩეულია იმით, რომ ყურანი ამ ძვირფას თვეში მოევლინა შუამავალს და მის თანამიმდევრებს. ამ თვის 27-ე ღამე კი ნატვრის ასრულების ღამედაა ცნობილი.

ვრცლად
23.06.2015
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა

 2015 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელი კომისიის მეოთხე სხდომა.

კომისიამ  განიხილა ოთხი რელიგიური  ორგანიზაციის  - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, იუდეველ ებრაელთა თემის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოსული  და მუსლიმთა თემის    წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ვრცლად
22.06.2015
ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში

2015 წლის 21-22 ივნისს  კაჭრეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ადამიანის  უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში  გამართა ორდღიანი ტრენინგი ადგილობრივი მართველობისა და თვითმართველობის ორგანოებისათვის.

 

 

 

 
ვრცლად
21.06.2015
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებული დედაქალაქისთვის დახმარებას განაგრძობს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებული დედაქალაქისთვის დახმარებას განაგრძობს: წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმმა მოსახლეობამ, ჰაჯი ჯემალ ადაძის თაოსნობით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი (ყველი, კარტოფილი, კარაქი, ლობიო, კონსერვები), ტანსაცმელი და ფულადი დახმარება შეაგროვა.

 
ვრცლად
18.06.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და მისმა თავმჯდომერემ ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმ მოსახლეობას მიულოცა დღესასწაულის რამაზანის დაწყება

2015  წლის 18 ივნისს ქალაქ ბათუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და მისმა თავმჯდომერემ ზაზა ვაშაყმაძემ  მუსლიმ მოსახლეობას მიულოცა  დღესასწაულის რამაზანის დაწყება.

 

ვრცლად
18.06.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს რამადანის დაწყებას ულოცავს

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რამადანის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოში მცხოვრებ  მუსლიმებს. 

ვრცლად
17.06.2015
შეხვედრა ახალციხეში

2015 წლის 17 ივნისს ახალციხეში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და დასავლეთ საქართველოს მუფტს - ბეგლარ ქამაშიძის შეხვედრა ადიგენის რაიონის მუსლიმ მოსახლეობასთან.

ვრცლად
17.06.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე თბილისში იეზიდთა სალოცავისა და კულტურის ცენტრის გახსნას დაესწრო.

მან ამ ღირსშესანიშნავი დღის მონაწილეებსა და ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსულ სტუმრებს იეზიდთა საკულტო სახლისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეთნიკური   თუ რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

 

 

ვრცლად
17.06.2015
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 13 000 ლარს გადარიცხავს

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოხალისეებს მუსლიმთა სამმართველო უერთდება:  სრულიად  საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდნენ, გამოხატეს თავიანთი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და გამითქვეს სურვილი, მატერიალურად და ფიზიკურად დაუდგნენ მხარში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისელებს. 

 

ვრცლად








View Larger Map