მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საბჭო ბულგარეთის რესპუბლიკაში უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 6 ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებით: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ბულგარეთის ებრაული თემი (რაბინი პენოვი), კათოლიკური ეკლესია (პეტკო ვალოვი). ევანგელური ეკლესია (ნიკოლაი ნედელჩევი), მუსლიმი თემი (აჰმედ აჰმედოვი) და სომხური ეკლესია (რუპენ კრიკორიანი).
9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ნეოფიტეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეზიდენციაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, საქართველოს საგანგაებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ბერიძე, ელჩის მრჩევევლი კრასიმირა ვაბრია და რელიგიისა და რწმენის საქმეთა დირექტორატის დირექტორი, ემილ ველინოვი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სააგენტოს დელეგაციასა და პეტრიწონის მონასტრის (ბაჩკოვოს მონასტრის) წინამძღვართან, არქიმანდრიტ სიმონთან და მართლმადიდიებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, კირილესთან. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს გააცნეს მონასტრის დამაარსებელი ტაოელი ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანის ძეთა ისტორია. მათ მადლიერებით აღნიშნეს პეტრიწობის მონასტრის როლი ბულგარეთის კულტურული, რელიგიური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
6 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში. სოფიაში სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიისა და რწმენის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს, ემილ ველინოვს.
2015 წლის 3 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საგენტოს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს,
დღეს, მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იმ თერთმეტ უნივერსიტეტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი .
საქართველო რელიგიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომისია, საერთაშორიო რელიგიის თავისუფლების საკითხებზე (USCIRF) არის აშშ-ს სახელმწიფოს ორმხრივი, დამოუკიდებელი და ფედრეალური კომისია, რომელიც მუშაობს რელიგიის და რწმენის თავისუფლების მსოფლიო უნივერსალური უფლების დაცვაზე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პეტრე-პავლობის დღესასწაულს ულოცავს კათოლიკურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს.