მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 2014 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვართან მერაბ გაფრინდაშვილთან და ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი.
25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლის მარგო დე იონგის შეხვედრა.
25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის.
23 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ლათინ კათოლიკეთა საქართველოს სამოციქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პაზოტოსთან.
20 ივნისს გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. აღინიშნა, რომ სააგენტო ინდივიდუალურ ფორმატში იწყებს თანამშრომლობასა და არსებული პრობლემების განხილვას საქართველოში არსებულ ყველა კონფესიასთან.
17 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები - ლელა ჯეჯელავა და არჩილ მეტრეველი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენელს რასიმ მამედოვს შეხვდნენ.
17 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელძღვანელების სამუშაო შეხვედრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელთან მირგუსეინ ასადოვთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამსახურის უფროსებთან ერთად ქართველ და ევროპელ ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებს: მერაბ ჩანჩალაშვილს, ალექსანდრე როზენბლატსა და ნათან თაფლიაშვილს შეხვდა.
მიმდინარე წლის 16 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს: სრულიად საქართველოს შეიხს - რამინ იგიდოვს, დასავლეთ საქართველოს მუფტს - ჯემალ პაქსაძეს, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს - იასინ ალიევსა და სამმართველოს აღმასრულებელ დირექტორს - რესან გოგიტიძეს შეხვდნენ.