მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


24.07.2014
ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია განაგრძობენ  ოფიციალურ ვიზიტს  დიდ ბრიტანეთში.

ვრცლად
17.07.2014
ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ფილიპ დიმიტროვთან

მიმდინარე წლის 30 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიღო.

ზაზა ვაშაყმაძემ  სტუმარს სააგენტოს მიზნები, ამოცანები და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია  გააცნო.  აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ კურსი ევროპისაკენ აიღო.

 

 

 

 
ვრცლად
16.07.2014
შეხვედრა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოსა და მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენლებთან

16 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელებმა: ზაზა ვაშაყმაძემ, არჩილ მეტრეველმა, ვლადიმერ ნარსიამ  და გელა კვარაცხელიამ  სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოსა და მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენლებთან: მირგუსეინ და მირთაგან ასადოვებთან, რამინ იგიდოვსა და რეზვან ისმაილოვთან

ვრცლად
07.07.2014
სააგენტოს თავმჯდომარემ სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მრევლს ვარდავარის დღესასწაული მიულოცა

გულითადად გილოცავთ ვარდავარის - იესო ქრისტეს ფერიცვალების - ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს  დღე  სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიისათვის განახლების, სინათლისა და სიწმინდის დღესასწაულია. თითოეულ თქვენგანს   ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ  სიძლიერესა  და სიმტკიცეს.

ვრცლად
02.07.2014
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აგრძელებს შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა შეხვდნენ პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის.

ვრცლად
02.07.2014
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმავლადიმერ პაპავამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს ხელი. 

ვრცლად
02.07.2014
სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა გერმანიის ელჩთან

    სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს შეხვდნენ.

ვრცლად
27.06.2014
ზაზა ვაშაყმაძე აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის ეპისკოპოსს შეხვდა

დღეს, 27 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა  და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის  წარმომადგენლის, ეპისკოპოს მიხეილ ხანჩალიანის შეხვედრა.

ვრცლად
26.06.2014
შეხვედრა ჰანს იოჰან კიდერლენთან

მიმდინარე წლის 26 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარს ჰანს იოჰან კიდერლენს შეხვდნენ.  განიხილეს სააგენტოსა და კონფესიების თანამშრომლობის საკითხები და  ამ სფეროში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. აღინიშნა, რომ სააგენტოს შექმნით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა  ამ მიმართულებით საქმიანობის გამჭვირვალედ და  ეფექტურად  წარმართვისათვის.

ვრცლად








View Larger Map