მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 18 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციას შეასრულებს.
17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა. კომისიამ განიხილა ორი რელიგიური ორგანიზაციის - მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წინადადება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს, 16 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საპაპო საბჭოს პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი და მისი თანმხლების პირები: ვატიკანის საპაპო საბჭოს ოფიცერი ჰიასინტე დესტიველე, წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი და ლათინ კათოლიკეთა ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ევროსაბჭოს პოლიტიკურ მრჩეველს საქართველოში ტომ ტრიერსა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობა, რელიგიური ორგანიზაციების პრობლემები, მოისმინეს სააგენტოს ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და გეგმების შესახებ.
დღეს, 11 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიიღო სლოვენიის ექსპრეზიდენტი და მადრიდის კლუბის წევრი დანილო ტურკი და მისი თანმხლები პირები: ქლემენტს მაკარტნი - მადრიდის კლუბის მრჩეველი და შერიგების რესურსების ასოცირებული წევრი, აირინ ვერგარა - მადრიდის კლუბის პროგრამის ხელმძღვანელი, მირა სოვექერი -არასამთავრობო ორგანიზაციის „შერიგების რესურსები“ ხელმძღვანელი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ირანში, თეირანში გაემზავრა.
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს 13.00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ადიგენის რაიონის სოფ. მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს განიხილავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამუშაო შეხვედრების ციკლი ჟურნალისტებთან.