მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს მუსლიმური სამყარო ბარათის ღამეს- ცოდვების მიტევების ღამეს აღნიშნავს. ეს ყოველი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანი ღამეა, როცა იგი ღვთის შეწევნას და პატიებას ითხოვს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმურ თემს ულოცავს ამ დღესასწაულს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.
დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სამების დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს.
დღეს, 29 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ტომას პერნიცკი მიიღო.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, მიზნები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და შემდგომ გეგმებზეც ისაუბრეს.
გუშინ, 28 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმოადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, სახელმწიფოსთან და ერთმანეთთან, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ურთიერთობის ფორმების დახვეწისა და სრულყოფის საკითხებზე. ანალოგიური შეხვედრები სააგენტოში პერიოდულად გაიმართება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილსა და პროექტის კოორდინატორს, ნინო ცაგარეიშვილს შეხვდნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.
საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მუდამ მოიაზრებდა თავს მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტად. უმძიმესი ისტორიული ბედისწერის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნისთვის მუდმივად გამაერთიანებელი იდეა იყო - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლს.