მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 24-25 მარტს მსოფლიოს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს. ბიბლიური ესთერის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ გადაურჩნენ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები ებრაელები განადგურებას. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამან ამალეკელი გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა: იუდეველთა განადგურების ბრძანება მათთვის თავდაცვის უფლების მინიჭებით შეიცვალა და მათ სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს. ფურიმის დღესასწაული სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად დაწესდა.
22 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის - განახლების, გაზაფხულის დაწყების, დღისა და ღამის გათანასწორების - დღესასწაულს ულოცავს და სიკეთესა და სიხარულს, წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
დღეს, 20 მარტს, კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს.
19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსების ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს, საქართველოში მცხოვრებ ყველა კათოლოკეს დღესასწაულს და კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები გაზაფხულის დადგომას- „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს ულოცავს "კლოჩე სარე სალეს" და განახლებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს რელიგიისა და გლობალურ საკითხებში - შონ ქეისს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩს - დევიდ საპერშტეინს და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე.