მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


21.07.2015
შეხვედრა სააგენტოში

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყუმის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ისლამური ფილოსოფიის ფაკულტეტისა და თეირანის უნივეერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფკულტეტის მაგისტრანტს, ქამრან მამედოვს. 

ვრცლად
17.07.2015
რელიგიის სააგენტო მუსლიმებს რამაზანის დღესასწაულს ულოცავს

30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.
რამაზანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლის და წინასწარმეტყველის მისია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს ამ დიდ დღესასწაულს და მშვიდობას, სიხარულს, წარმატებებს უსურვებს მათ.

 

 

 
ვრცლად
15.07.2015
რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა

15 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა.  საბჭოს წევრებმა განიხილეს ცენტრის დებულების პროექტი, იმსჯელეს ცენტრის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის წესის, მმართველობისა და უფლებამოსილებების შესახებ.  მცირეოდენი შენიშვნებით სხდომამ    ცენტრის დებულება  მოიწონა და დაამტკიცა. აღინიშნა, რომ ცენტრის საქმიანობა ძირითადად თითოეულ უნივერსიტეტთან გაფორმებული  თანამშრომლობის მემორანდუმის  შესაბამისად  წარიმართება,   ზოგიერთი პროგრამა  კი  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც განხორციელდება.

ვრცლად
14.07.2015
შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

დღეს, 14 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარცხელია შეხვდნენ: არასამთავრობო ორგნიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“  გამგეობის წევრებს  დემეტრე ლომაძესა და დალი მგელიაშვილს, „დემოკრატიის ჟანგბადის“ ანალიტიკური ჯგუფის უფროს ბაია კობახიძეს,  „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეს, „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე მანანა ბიწაძეს, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“  თავმჯდომარის მოადგილე თინათინ მაშანეიშვილსა და  პრეს-სპიკერ სანდრო უსტიაშვილს,  „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე  ქეთევან ჩაჩავას.

ვრცლად
13.07.2015
6 605-მა საჯარო მოხელემ პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. 

ვრცლად
13.07.2015
დღეს სვეტიცხოვლობაა! გილოცავთ!

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 

ვრცლად
13.07.2015
მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს

დღეს მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ამ დღეს  მსოფლიოს მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.

ვრცლად
12.07.2015
გილოცავთ პეტრე–პავლობას!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. 
ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

ვრცლად
10.07.2015
ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

9 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბულგარეთში რელიგიური გაერთიანებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული საბჭო ბულგარეთის რესპუბლიკაში უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 6 ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებით: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ბულგარეთის ებრაული თემი (რაბინი პენოვი),  კათოლიკური ეკლესია (პეტკო ვალოვი). ევანგელური ეკლესია (ნიკოლაი ნედელჩევი), მუსლიმი თემი (აჰმედ აჰმედოვი) და სომხური ეკლესია (რუპენ კრიკორიანი).

ვრცლად








View Larger Map