მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


27.10.2015
'რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი'

17-18 ოქტომბერს, ბათუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი". შეხვედრის ფარგლებში სამცხე- ჯავახეთისა და აჭარის ა/რ-ს მუნიციპალიტეტების, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარებს ექსპერტები:

ვრცლად
21.10.2015
დუისში სარიტუალო დამხმარე ნაგებობის გახსნა

 21 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ.

ვრცლად
16.10.2015
მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

15 ოქტომბერს, 13 საათზე  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

ვრცლად
16.10.2015
ჯუმა მეჩეთი, პარასკევის ლოცვა

დღეს, 16 ოქტომბერს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში პარასკევის ლოცვას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძე დასავლეთ საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძესა და ადიგენის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს შეხვდა და საქრთველოს მუსლიმი თემის საჭიროებებსა და პრობლემებზე  ესაუბრა. 

ვრცლად
14.10.2015
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას- „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დღესასწაულს, სიკეთეს, სიხარულს, სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ვრცლად
12.10.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა
12 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა. განიხილეს ორი საკითხი: 1. რელიგიური ორგანიზაციების მიერ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევ სარეკომენდაციო  ჯგუფში კანდიდატების დაასახელება. 2.რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხები.
ვრცლად








View Larger Map