მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


12.10.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა
12 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა. განიხილეს ორი საკითხი: 1. რელიგიური ორგანიზაციების მიერ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევ სარეკომენდაციო  ჯგუფში კანდიდატების დაასახელება. 2.რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხები.
ვრცლად
08.10.2015
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

 8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
07.10.2015
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ვრცლად
05.10.2015
ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გაიხსნა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გაიხსნა.  ოთხსართულიან რეზიდენციაში განთავსდება სამუფთოს სამსახურები, მოეწყობა მედრესე, განათლების კუთხე და დაიბეჭდება ლიტერატურა, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეები იხელმძღვანელებენ. 

ვრცლად
05.10.2015
სააგენტოს ინიციატივით მუსლიმთა სამმართველომ ხელვაჩაურში ე.წ. მუყაოს ქალაქის უკიდურესად გაჭირვებულ 700-მდე მოსახლეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მუსლიმთა სამმართველომ ხელვაჩაურში ე.წ. მუყაოს ქალაქის უკიდურესად გაჭირვებულ 700-მდე მოსახლეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

ვრცლად
02.10.2015
რელიიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ულოცავს ყადირ ხუმის დღესასწაულს!

დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს- ყადირ ხუმს აღნიშნავენ, როცა შუამავალმა მუჰამედმა ალი საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით კი საქართველოს მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად








View Larger Map