მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი .
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ სახელმწიფო იცავს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და სააგენტოს საქმიანობაც სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ახლა მუშაობს, კერძოდ, ისაუბრეს კონფესიებთან თანამშრომლობის, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების და პროფესიული გადამზადების დეპარტამენტის საშუალო და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ვილია სიპაიტე, განათლებისა და აღზრდის ცენტრის პროგრამის განყოფილების მეთოდისტი ვილია ზელიენკიენე და ლიტვის საგანმანთლებლო უნივერსიტეტის დოცენტი, დოქტორი გიედრე რუდევიჩიუტე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ინსტიტუტების დეპარტამენტის, რელიგიური საკითხებისა და სამართლებრივი რეგისტრაციის განყოფილების უფროს სპეციალისტს ბატონ დონატას გლოდენისს.
დღეს, 27 ოქტომბერს, დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი სერგო ფარულავა, სამართლებრივი სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის მენეჯერი მიხეილ სიგუა, შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საჯარო მართვისა და სოციალური გარემოს დეპარატმენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების მრჩეველს რელიგიურ საკითხებში, ბატონ იულიუს რატკუსს.
17-18 ოქტომბერს, ბათუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი". შეხვედრის ფარგლებში სამცხე- ჯავახეთისა და აჭარის ა/რ-ს მუნიციპალიტეტების, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარებს ექსპერტები:
21 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდნენ.
15 ოქტომბერს, 13 საათზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დღეს, 16 ოქტომბერს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისში, ჯუმა მეჩეთში პარასკევის ლოცვას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძე დასავლეთ საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძესა და ადიგენის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს შეხვდა და საქრთველოს მუსლიმი თემის საჭიროებებსა და პრობლემებზე ესაუბრა.
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას- „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დღესასწაულს, სიკეთეს, სიხარულს, სულის სიმტკიცეს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.