მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


10.11.2015
მოხსენება გაეროში ადამიანის უფლებებზე

ჟენევაში, 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს დელეგაციის ანგარიში. ანალოგიური დოკუმენტი საქართველომ პირველად 2010 წელს წარადგინა.

ვრცლად
10.11.2015
ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო ჯგუფის შეხვედრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო  ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა ხათუნა კიკვაძემ (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), ხათუნა სამანაშვილმა (ქ. თბილისის მერია), ლელა წიწუაშვილმა (ეროვნული მუზეუმი), ლერუჟან შამოიანმა (სომხური თემი) და ქეთევან აბაშიძემ (საქართველოს საპატრიარქო) წარმოადგინეს სამუშაო ჯგუფისთვის შერჩეული ორი სკულპტორის სამი ნამუშევარი. საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ვრცლად
09.11.2015
ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა

8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა. გამოფენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები : რამინ იგიდოვი, იასინ ალიევი, ბეგლარ ქამაშიძე , ებრაული თემიდან- რაბინი ბენსიონ ისრაელაშვილი,

სომხური ეკლესიდან - არქიმანდრიტი რარენ ჰოვჰანისიანი და

მართლმადიდებელი ეკლესის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სერგი ესწრებოდნენ.

ვრცლად
09.11.2015
ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკთხებში, როგორიცაა:

ვრცლად
06.11.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის  17 ნამუშევარი.

ვრცლად
04.11.2015
მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის შეხვედრა

4 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში ამერიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  იან კელის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ  ახლად  დანიშნულ  ელჩს   საქართველოში  წარმატებული საქმიანობა  უსურვა და  მადლობა გადაუხადა  სტუმარს      ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.     აღნიშნა, რომ  ამერიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და  პარტნიორია და  მათთან  მჭიდრო  თანამშრომლობა  და მათი გამოცდილების გაზიარება  სააგენტოს წარმატებული საქმიანობის საწინდარია.

ვრცლად
03.11.2015
„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა

2 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე ეტაპზე შექმნლი მდგომარეობა, გაცვალეს ინფორმაცია, როგორც მუსლიმ, ასევე მართლმადიდებელ თემში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ,  ნოემბრის თვეში დაიგეგმა  სააგენტოს თავმჯდომარის  შეხვედრა მოხეს მუსლიმი თემის უხუცესებთან და ლიდერებთან ახალციხეში.

 

 

ვრცლად
03.11.2015
ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის  17 ნამუშევარი.

ძველ, ისტორიულ თბილისში ტოლერანტობის სკვერში დადგმული ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს.

ვრცლად
03.11.2015
მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა.

ვრცლად








View Larger Map