მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, 17 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ელიტა გაველე მიიღო და საზეიმო ვითარებაში გადასცა 2015 წლის საუკეთესო ტოლერანტი დიპლომატის წოდების დამადასტურებელი სიგელი. ეს წოდება ელჩს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიენიჭა.
დღეს, 17 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა რენე ლევონიანს, თეოლოგიის დოქტორს, ევრაზიაში სომხური ევანგელისტური ეკლესიის წინამძღვარს-თავმჯდომარეს, საფრანგეთის მოქალაქეს.
დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა, ესენი არიან:
დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ავტორი დაასახელა- ტოლერანტობის სკვერში თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის. 20 წლის. ირინა ორაგველიძის კომპოზიცია განთავსდება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5000 ლარს გადასცემს.
ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს შემოტანილ ნამუშევრებზე და მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული კრების ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჯონი შალამბერიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კოპალიანი და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი (პენსილვანია, აშშ) და შეხვედრის ორგანიზატორი, ორგანიზაციის ადვოკატი მანუჩარ ციმინტია;
11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის, სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე, „ზარზმობა“ იზეიმეს. სახალხო-რელიგიურ დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები დაესწრნენ.
დღეს, 11 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ჯგუფის წევრებმა- რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს სარეკომენდაციო ჯგუფის მიერ შერჩეული ნამუშევრები. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართება.